Default welcome msg!

წესები და პირობები

Rovers.ge- ის მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციისას ავტომატურად მოექცევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და რეგულაციების ქვეშ

 

საიტზე რეგისტრაცია, თქვენი პროფილი, ინფორმაციის კონფიდენციალურობა

თუ გსურთ მიიღოთ ჩვენი მომსახურება და ამავდროულად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე

საკუთარ პროფილს შექმნის (რეგისტრაციის) პროცესში მითითებული ინფორმაციის, სიზუსტეზე პასუხსმგებელია მომხმარებელი და კონიფიდენციალურობა მაქსიმალურად დაცულია Rovers.ge- ის მიერ 

საიტზე რეგისტრაციით  მომხმარებელი აცხადებს თანხმობას მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაცია, Rovers.ge-ის მიერ გამოყენებული იყოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.


პროდუქციის აღწერილობა 

Rovers.ge მაქსიმალურად ცდილობს სწორი მონაცემები მოგაწოდოთ პროდუქციის შესახებ.

 ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ფეხსაცმლის მონაცემების, კონრეტულად ფერის და ზომის შესახებ არის მაქსიმალურად ზუსტი, თუმცა ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს თქვენი მონიტორის მიერ შესაძლო მცირე ცვლილებებს ფერთან დაკავშირებით.

პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ გადახედოთ პროდუქტის შესახებ ყველა ინფორმაციას!


ფასები

საიტზე ნაჩვენებია პროდუქტის მთლიანი ფასი/ღირებულება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში), დღგ- ჩათვლით. საიტზე მითითებული ფასები მოიცავს ტრანსპორტირების ღირებულებას

ადგილზე მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად, მოხმარებელს:

1. საიტზე პროდუქტის  ყიდვის შემთხვევაში სრულად უნდა ქონდეს დაფარული პროდუქტის ღირებულება (რეგიონებში), ხოლო თბილისში ყიდვის შემთხვევაში თანხას გადაიხდით ადგილზე, ნივთის მიწოდების შემდგომ.

2. დამტკიცებული განვადების შემთხვევაში, მომხმარებელს ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი განვადების ხელშეკრულებაზე

წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტი არ მიეწოდება მომხმარებელს.


პროდუქტის/თანხის დაბრუნება ან განვადების გაუქმება

ვალდებულია მომხმარებლის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა დააბრუნოს, გამოცვალოს პროდუქცია ან გააუქმოს განვადება იმ შემთხვევაშითუ:

1. თუ მომხმარებელს პროდუქტი არ მიუვიდა შეძენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში

2. თუ მომხმარებელს პროდუქტი არ მიუვიდა შეკვეთიდან 30 დღის

3. შეკვეთილი პროდუქტი ვიზუალურად არ ემთხვევა მომხმარების მიერ მიღებულს

4. შეკვეთის დროს დაფიქსირებული ზომები არ ემთხვევა მომხმარებლის მიერ მიღებულ პროდუქტს

5. პროდუქტი დაზიანებულია


პროდუქციის გადაცვლა ან პრეტენზიის გამოთქმა ხდება, ჩაბარების დღიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა!

Copyright © 2017 Rovers.ge. ყველა უფლება დაცულია.